გაკვეტილის პორტფოლიო
სტანდარტული გაკვეთილის გეგმა
სტანდარტული გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის სახელი/გვარი: რუსუდან ტყეშელაშვილი
პირადი: 37001012275
საგანი : მუსიკა
სწავლის საფეხური/კლასი: დაწყებითი საფეხური Vკლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 27 ამათგან 1 სსსმ მოსწავლე
გაკვეთილის თემა : მუსიკალური დამწერლობა, ნოტების გრძელობა.
მიზანი: მოსწავლეებმა შეძლონ მუსიკალური დამწერლობის
გამოყენება. შეისწავლონ ნოტების გრძლეობა და შეძლებენ ნასწავლ მუსიკალურ ნაწარმოებში
მათ ამოცნობას.
შედეგი: მოსწავლეებმა შეძლონ დაწერონ ნოტები, ნოტის
გრძლეობები (თვლა) და ტაშით გადმოსცენ რიტმული ხაზი.
·
მოსწავლეები შეძლებენ მაჟორული გამის შესრულებას
·
წაიკითხავენ ნოტებს ვიოლინოს გასაღებში, ამოიცნობენ
ალიტერაციის ნიშნებს # ძიეზი, ბემოლი.
ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი
|
მუს.V.4.
მოსწავლეს შეუძლია მარტივი რიტმული ხაზის მელოდიის წაკითხვა და გადაწერა.
მუს.V.2.
მოსწავლეს შეუძლია სიმღერა მარტო და სხვებთან ერთად.
მუს.V.6.
მოსწავლეს შეუძლია სხვებთან თანამშრომლობა.
მუს.V.12.
მოსწავლეს შეუძლია განიხილოს მოსმენილი მუსიკალური ნაწარმოებები.
მოსწავლეთა ორგანიზების ფორმები:
|
·
მასწავლებელი მუშაობს მთელ კლასთან.
·
მასწავლებელი მუშაობს ინდივიდუალურად.
წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები
|
·
მოსწავლემ იცის მაჟორული გამა ტონებისა და ნახევარი
ტონების სქემა.
1ტ. 1ტ. 1/2ტ. 1ტ. 1ტ. 1ტ. 1/2ტ
·
ანხვავებს მაჟორსა და მინორულ ტონალობებს.
·
წერენ და კითხულობენ მუსიკალურ ანბანს ვიოლინოს გასაღებში.
აქტივობის აღწერა
აქტივობა
1- კლასის ორგანიზება.
მიზანი:
გაკვეთილის თემის მიზნებისა და მოლოდინების განსაზღვრა პოზიტიური განწყობის შექმნა.
აქტივობის აღწერა:
მასწავლებელი ესალმება მოსწავლეებს, აცნობს გაკვეთილის მიზნებსა და შეახსენებს შეფასების
კრიტერიუმებს, რომელიც თვალსაჩინო ადგილზე არის გამოკრული.
აქტივობა 2
-საშინაო დავალების
შემოწმება.
მიზანი:
წინარე ცოდნის გააქტიურება .
აქტივობის აღწერა:
მოსწავლეებს დარიგებული აქვთ სამუშაო ფურცლები. მათ უნდა მიუწერონ ნოტებს შესაბამისი
სახელები და გამოიცნონ მიცემულ მაგალითში ტონალობა, მაჟორი იყო თუ მინორი, ასევე
წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით მასწავლებელი უსვამს მოსწავლეებს შემდეგ კითხვებს:
1.
რა არის ბგერა?
2.
რას ნიშნავს მუსიკალური ბგერა?
3.
რა არის მუსიკალური ბგერების აღმნიშვნელი ნიშანი?
4.
რა არის სიმღერა?
აქტივობა 3
- ნოტების გრძლიობის შესწავლა
მიზანი:
მოსწავლეებმა შეძლონ ნოტების გრძლიობის შესწავლა. ჩაწერონ სანოტო რვეულში ნოტები
გრძლიობის მიხედვით.
აქტივობის აღწერა:
ნოტების გრძლიობის შესწავლის მიზნით სადემონსტრაციოდ (ვაშლის გამოყენება). დაჭრილი
ვაშლის გამოყენებით მასწავლებელი უხსნის მოსწავლეებს ნოტის გრძლიობას, აჩვენებს თუ
რამდენად შეიძლება გაიყოს მთელი ვაშლი და აკავშირებს მაგალითს მუსიკალური ნოტის გრძლიობასთან.
აქტივობა 4
-გრძლიობის გამოყენება ნოტებში. კითხვა პასუხის მეთოდით.
მიზანი: მიცემულ მაგალითში
გრძლიობების წაკითხვა.
აქტივობის აღწერა:
მასწავლებლის მის მიერ შექმნილი რესურსისა და ტაშის გამოყენებით შეასწავლის მოსწავლეებს
ნოტის გრძლიობებს.
აქტივობა 5
მუსიკალურ ნაწარმოებებში გრძლიობების ამოცნობა: მთელი ნახევარი მეოთხედი
მერვედი და მეთექვსმეტედი
მიზანი:
მოსწავლეებმა შეძლონ ნაწარმოებში გრძლიობების სწორად დათვლა
აქტივობის აღწერა:
მასწავლებელი ასმენინებს მოსწავლეებს მუსიკალურ ნაწარმოებს, კერძოდ „სულიკოს“ და
სთხოვს მათ ამოიცნონ მელოდიაში ნოტების რაგრძლიობაა გამოყენებული მის შესაქმნელად.
აქტივობა 6
მუსიკალურ ნაწარმოებში ნოტების გრძლიობის ჩანაცვლება ტექსტით გ. ცაბაძის
კ/ფ „ვერის უბნის მელოდიები“ ანა-ბანა
მიზანი:
მოსწავლეებმა შეძლონ შესწავლილი გრძლიობების მიხედვით მუსიკალური ტექსტის წაკითხვა
.
აქტივობის აღწერა:
მასწავლებელი ასმენინებს მოსწავლეებს ფორტეპიანოზე შესრულებულ მელოდიას და სთხოვს
მათ მოსმენილ მელოდიაზე ააწყონ კონკრეტული ლიტერატურული ტექსტი „ანა-ბანა“
აქტივობა 7
მუსიკალური ნაწარმოების მოსმენა ე.გრიგი „დილა“.
მიზანი:
მოსწავლემ განსაზღვროს და ამოიცნოს მოსმენილი მუსიკალური ნაწარმოების ხასიათი და
მიუსადაგოს სახელწოდებები.
აქტივობის აღწერა:
მასწავლებელი ასმენინებს მოსწავლეებს ე.გრიგ-ის საორკესტრო სუიტა პერგიუნტიდან „დილას“
და სთხოვს მოსწავლეებს გამოთქვან საკუთარი მოსაზრება ნაწარმოების ხასიათის შესახებ. მიუსადაგონ წინასწარ
ჩამოთვლილი სახელწოდება ნაწარმოებს . მუსიკალური ინსტრუმენტების სანახავად მოსწავლეები
მოიხმარენ ინტერნეტს. იხ დანართი ქვემოთ.
გვაქვს
სავარაუდო პასუხი:
1.
მღელვარე ზღვა
2.
დილა
3.
მამაცი მხედარი
მასწავლებელი მოსწავლეებს უსვავს კითხვას
ნაწარმოების შესახებ რა ტემპში სრულდება
ნაწარმოები?
რა საკრავმა დაიწყო ნაწარმოები?
ფორტეზე დაიწყო თუ პიანოზე?
რა საშუალებით განავითარა კომპოზიტორმა მუსიკალური
დინამიკა?
რა გრძლიობები გვხვდება ნაწარმოებში?
აქტივობა 8
-საშინაო დავალება.
მიზანი:
მიღებული ცოდნის პრაქტიკული გამოყენება.
აქტივობის აღწერა:
მ,ასწავლებელი ურიგებს მოსწავლეებასამუსაოფურცლება და სთხოვს მათ მიუწერონ
ნოტებს შესაბამისი გრძლიობების სახელები.
აქტივობა
9- შეფასება.
მიზანი:
მოსწავლეთა შეფასება.
აღწერა: მასწავლებელი
აფასებს მოსწავლეებს წინასწარ შემუშავებული შეფასებების რუბრიკების საშუალებით.
|
გამოყენებული მეთოდები
საუბარი
კითხვა პასუხის გამოყენება
მთელი ჯგუფი
მთელი ჯგუფი
საუბარი სიმღერა
ვაკეთებ პრეზენტაციას საკრავებზე თუ რომელი საკრავი როგორი ჟღერადობას გადმოსცემს. ვაჩვენებ პროექტორით
კითხვა პასუხი მოსმენა
|
კლასის ორგანიზება
მთელი კლასი
ინდივიდუალურად
მთელი კლასი
|
სასწავლო რესურსი
მუსიკის რვეული
მუსიკის რვეული
ფორტეპიანოზე დაკვრა
ფორტეპიანო
დისკზე მოსასმენი მასალა
|
დრო
3წთ.
5წთ.
5წთ.
5წთ.
5წთ.
5წთ
5წთ.
|
შეფასების
რუბრიკა
შეფასების კრიტერიუმები
|
9-10
|
7-8
|
5-6
|
1-4
|
შინაარსობრივი მხარე
|
შემოქმედებიტ საქმიანობაში მონაწილეობს აქტიურად. აქვს მუსიკის მოსმენის
უნარ-ჩვევები, განვითარებული აქვს მუსიკალური სმენა.
|
მონაწილეობს შემოქმედებით საქმიანობაში, განვითარებული აქვს მუსიკის
მოსმენის ჩვევა, ინტორირებს ხარვეზებით.
|
შემოქმედებით საქმიანობებში მონაწილეობს ზოგჯერ ნაწილობრივ განვითარებული
აქვს მუსიკის მოსმენის ჩვევა. ინტონირებს ხარვეზებით.
|
თითქმის არ მონაწილეობს შემოქმედებით საქმიანობებში ხარვეზებით იცის
ზოგიერთი მუსიკალური ტერმინი
|
ინდივიდუალური მუშაობა
|
მაქსიმალურად ჩაბმულია საგაკვეთილო პროცესში. ახდენს ცოდნის კონსტრურირებას.
|
ჩართულია საგაკვეთილო პროცესში სხვავს კითხვებს გამოხატავს თავის აზრს
რიგი საკითხების მიმართ
|
ნაწილობრივ ჩართულია საგაკვეთილო პროცესში ზოგჯერ გამოხატავს აზრს დამოუკიდებლად
|
თითქმის არ არის ჩართული საგაკვეთილო პროცესში მოტივაცია აქვს დაბალი
|
თანამშრომლობა
|
გამოირჩევა მარალი პასუხისმგებლობით განვითარებული აქვს სოციალური უნარები
პატივს სცემს სხვის აზრსაც
|
აქვს პასუხისმგებლობის გრძნობა და თანამშრომლობის უნარი ჯგუფური მუშაობის
წესებს თითქმის არ არღვევს
|
ნაწილობრივ აქვს განვითარებული თანამშრომლობის უნარი იცის ჯგუფური მუშაობის
წესები მაგრამ უჭირს დაცვა
|
არ აქვს განვითარებული სოციალური უნარი თითქმის არ მონაწილეობს ჯგუფურ
მუშაობაში
|
აქტივობები
სსსმ მოსწავლეზე
სსსმ მოსწავლეს
მასწავლებელი ხელით აჩვენებს 7 ძირითადი ბგერების არსებობას, ისიც თითებით იმეორებს
ხელის მოძრაობას.
სსსმ მოსწავლეს
გრძლიობის შესწავლის მიზნით ,მასწავლებელი მოსწავლეს აჩვენებს მთელ ვაშლს და ასწავლის
რომ ასეთივე არის მთელი გრძლიობის ნოტი და ითვლება 4 ზე.
სსსმ მოსწავლეს
მთელი გრძლიობის შესწავლის მიზნით მასწავლებელი მოსწავლეს აკვრევინებს ტაშს და უთვლის
4 ზე
სსსმ მოსწავლეს
საგაკვეთილო პროცესში ჩართვის მიზნით მასწავლებელი მოსწავლეს აჩვენებს შუაზე გაჭრილ
ვაშლს და ასწავლის რომ ეს არის ნახევარი გრძლიობის ნოტი რომელიც ითვლება 2 ზე.
სსსმ მოსწავლეს
საგაკვეთილო პროცესში ჩართვის მიზნით მასწავლებელი მოსწავლეს აკვრევინებს ერთხელ ტაშს
და ასწავლის რომ არის ეს მეოთხედი გრძლიობის ნოტი.
სსსმ მოსწავლე
ამოიცნობს ფორტეპიანოს და განასხვავებს თეთრსა და შავ კლავიშებს ერთმანეთისაგან.
დანართი(მუსიკალური
ინსტრუმენტები)
Comments
Post a Comment